ვაშინგტონი ჩინეთის შეიარაღების სისტემის განვითარების პროცესს თვალყურს ადევნებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ს თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკელი დიპლომატი თბილისში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან ჩინეთის შეიარაღების შესაძლებლობების და სისტემის განვითარებას , რამაც შესაძლოა რეგიონში დაძაბულობის ზრდას შეუწყოს ხელი.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოცემა The Financial Times-ში გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მათ ბირთვული შესაძლებლობების ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადეს, უარყო. ჩინეთის განცხადებით, ეს არა რაკეტა, არამედ კოსმოსური ავტომობილი იყო.