გორის მერია ე.წ. იმუნიზაციის მარათონთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს​

მარათონმა „საქართველოს სამსახურში ვიცრებით ერთმანეთისთვის“ სტარტი გორის მუნიციპალიტეტიდან აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში ვაქცინაციის სივრცეები გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხიდისთავის, კარალეთისა და ხელთუბნის ამბულატორიებში მოეწყო.

მათივე ინფორმაციით, დღეს, სამივე სოფელში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე იმყოფებოდნენ.

ისინი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმუნიზაციის პროცესს გაეცნენ.

„კამპანია საქართველოს მასშტაბით 50-მდე სოფელში განხორციელდება. მარათონის ფარგლებში 150 ათასამდე ადამიანს საშუალება ექნება მიიღოს სანდო და კვალიფიციური ინფორმაცია დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან, სურვილის შემთხვევაში კი ადგილზე აიცრას.

პროექტის მხარდამჭერები არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს განვითარების სააგენტო ( UNDP)”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო