საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციების კურსის ფინალი გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ინოვაციების კურსის ფინალს უმასპინძლა, სადაც კურსის მონაწილეებმა ჟიურის წინაშე საკუთარი პროექტები წარადგინეს.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის 2021 წელს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში GITA თანამშრომლობს უნივერსიტეტთან ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით.

„2021 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, მემორანდუმის ფარგლებში, KIU - ს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაევლოთ GITA - ს სტარტაპის ნიკოლოზ გოგოჭურის ხელმძღვანელობით ჩატარებული სასწავლო კურსი ინოვაციების მიმართულებით, რომლის მიზანი იყო: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებში გააღვივოს და განავითაროს ინოვაციური აზროვნების, „იდეაციის“ და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები; მოახდინოს სტუდენტებისთვის სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენა საკუთარი იდეების განვითარების მაგალითზე; მოხდეს KIU-ს ჩართვა საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ-ეკოსისტემაში; KIU-ს სტუდენტებს შორის უფრო მყარი კავშირების გაჩენა და პროექტებზე მუშაობის შედეგად, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივის გაზრდა. კურსში ჯამში 30-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო