ელისო ბოლქვაძე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს, ლაზარ კომანესკუს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორგანიზაციის 30 წლისთავის აღნიშვნის საკითხი ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, რომელიც 2022 გაიმართება.

„ეს იმას ნიშნავს, რომ BSEC-ის შემადგენლობაში შემავალი მრავალი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას ბათუმში გამართულ ფესტივალში, რაც კულტურული დიპლომატიის ერთ-ერთი მკაფიო გამოვლინება იქნება. გენერალური მდივანი დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ამ იდეას. იქნება არა მარტო გალა კონცერტი, არამედ "ვორქშოფები", სემინარები. ჩვენ ივლისიდან 6 თვით ვართ არჩეული, როგორც BSEC-ის ქვეყნების თავმჯდომარე ქვეყანა და ეს ინიციატივა იქნება ერთ-ერთი სამაგალითო, რომელიც სამშვიდობო მესიჯებს გაიტანს ქვეყნიდან", -განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა