დავით ზალკალიანი - ლოიდ ოსტინის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოსადმი

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგასმაა.

ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„აშშ-ს თავდაცვის მდივნის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ტარდება ისეთ დროს, როცა ძალიან სწრაფად იცვლება გეოპოლიტიკური ვითარება რეგიონში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოსადმი და იმ სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგასმაა, რაც ორ ქვეყანას შორის ვითარდება ყოველწლიურად და თვისობრივად ახალ დონეზე გადადის“, - განაცხადა ზალკალიანმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ისა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა უპრეცედენტოა.

„საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი ავღანეთში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ოპერაციისა. ჩვენი თანამშრომლობა როგორც შეიარაღებული ძალების გამოყვანის პროცესში, ისე ჰუმანიტარული მისიის პროცესში იყო უპრეცედენტო და დღეს, თავდაცვის მინისტრმა მადლიერება გამოხადა ამ მხარდაჭერისთვის და იმ გლობალური წვლილისთვის, რაც საქართველომ შეიტანა ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში“,- განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ლოიდ ოსტინის და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრისას, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მიერ განსაკუთრებული მადლიერებით აღინიშნა ის როლი, რომელიც საქართველოს პრემიერს უშუალოდ შეაქვს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში. მინისტრის თქმით, ამ კუთხით ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციის პროცესში საქართველოს მთავრობის ჩართულობის მნიშვნელობას.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო - სამეზობლო ინიციატივას, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის დიალოგის პლატფორმად თბილისის ჩამოყალიბებას გულისხმობს და რომელსაც აშშ-ს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს.

„ბუნებრივია, დღევანდელ შეხვედრაზე იყო საუბარი ამ ახალ რეგიონალურ სამხრეთ კავკასიის სამეზობლო ინიციატივაზე, რომელიც პრემიერმა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან გააჟღერა და აქ გვაქვს აშშ-ს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა“, -აღნიშნა ზალკალიანმა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა