საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ანკარაში პირველი შეხვედრები გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით ანკარაში იმყოფება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. უწყების ცნობით, დელეგაცია ასევე, თურქეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს შეხვდა.

„სამმხრივ შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა რეგიონული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, საპარლამენტო კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები და ახალი ინიციატივები, რომლებიც სამმხრივ თანამშრომლობას გააძლიერებს. მეგობრობის ჯგუფთან შეხვედრისას ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები და თურქეთის მხრიდან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის პრაქტიკული საკითხები.

შეხვედრებზე თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი სხდომა და შეხვედრა თურქეთის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა