„ჯივიპი” მანჯგალაძისა და ჩხიკვაძის ქუჩების კვეთაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

19 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძისა და ჩხიკვაძის ქუჩების კვეთაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით ტექნიკური სამუშაოები 19 ოქტომბერს საღამოს 22:00 საათზე დაიწყება და 24 - საათიან ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

კომპანიის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყამომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 19 ოქტომბრის 22:00 სთ-დან 20 ოქტომბრის 22:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

„ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის, დადიანის, ხუდადოვის, ურიდიას და ქებურიას ქუჩების ნაწილს; მახალდიანის, ხიმშიაშვილის, ჩხიკვაძის, რკინიგზის და მესხის ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონში, ქურდიანის, მეუნარგიას, ვეშაპურის, გურგენიძის ქუჩებს და ლალიონის შესახვევს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს