გარემოს ეროვნული სააგენტო თანამედროვე სტანდარტების ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურებით აღიჭურვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტების 89 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური შეიძინა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სადგურები უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების უწყვეტ რეჟიმში გაზომვას და მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას.

„ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები და საგუშაგოები საქართველოს მასშტაბით, სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიებზე 2023 წლის ბოლომდე დამონტაჟდება. 89 ერთეული ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის ღირებულება 4 296 873 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს დასრულდება გარემოს ეროვნული სააგენტოს საკალიბრაციო ლაბორატორიის მშენებლობა, რომელიც აღიჭურვება აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეძენილი თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით. ლაბორატორია მომსახურებას გაუწევს ახალი, თანამედროვე სტანდარტების სადგურების შეუფერხებლად მუშაობას“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა