გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჯიმითისა და ნანიანის სტაბილური წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მასშტაბით, მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამჯერად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჯიმითისა და ნანიანის წყალმომარაგების სისტემის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

„აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა არ არსებობს. ცვალებადია წყლის დებიტი, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

პროექტით გათვალისწინებულია არსებული სათავე ნაგებობისა და ჭაბურღილების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, დამატებით მოეწყობა რამდენიმე ჭაბურღილი, სატუმბო სადგური, რეზერვუარი და წყალმომარაგების ახალი ქსელი.

პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 6 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორი სოფლის 2 000-ზე მეტი მაცხოვრებელი სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს