ზაალ უდუმაშვილი - როცა 70-ზე მეტი პოლიტიკოსი ხელს აწერს სააკაშვილის გათავისუფლებას, ამაზე მეტი გზავნილი რა უნდა მოვიდეს ევროპიდან, თუ "ოცნება" ყურად არ იღებს, ამას სანქციები მოჰყვება

თუ "ქართული ოცნება" ყურად არ იღებს რასაც ეუბნებიან, ამას კონკრეტული სანქციები მოჰყვება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველამ კარგად დაინახა, ვისთან აქვთ საქმე, როცა "ქართულმა ოცნებამ" არაერთხელ "გადააგდო" პარტნიორები.

“როცა 70-ზე მეტი პოლიტიკოსი ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ამაზე მეტი გზავნილი რა უნდა მოვიდეს ევროპიდან. თუ ყურად არ იღებს "ქართული ოცნება" რას ეუბნებიან, მაშინ ამას მოჰყვება კონკრეტული გადაწყვეტილებები, ოღონდ ეს გადაწყვეტილებები იქნება სანქციები. ყველამ კარგად დაინახა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებმაც, თუ ვისთან აქვთ საქმე. ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარები, რომელთაც არაერთხელ გადააგდეს პარტნიორები. ასე რომ, მეტს აღარაფერს აპატიებენ „ქართულ ოცნებას“ და თუ კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, ამას მოჰყვება სანქციები", - განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის 73 პოლიტიკოსი, მათ შორის ევროპარლამენტარები, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს დავიდ სასოლის მიმართავს. წერილის ავტორების განცხადებით, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეჩერდეს მანამ, ვიდრე ის წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა