აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სახლების პროექტების განსავითარებლად 10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა და შპს ოპტიმამ ხელი მოაწერეს 10 მილიონი დოლარის ოდენობის სესხს საქართველოს დედაქალაქში ხელმისაწვდომი და მდგრადი საცხოვრებელი სახლების განვითარების მიზნით.

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, სესხი დააფინანსებს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობაზე გათვლილ 3700 ხელმისაწვდომი და ენერგოეფექტური სახლისგან შემდგარ ორ საცხოვრებელ კომპლექსს. მათვე ცნობით, აღნიშნული სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად კერძო სექტორზე გაცემული ADB-ის პირველი სესხია.

როგორც ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორმა ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიმართულებით სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში შანტანუ ჩაკრაბორტიმ აღნიშნა, პროექტი მიზნად ინახავს თბილისში ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მოდერნიზებას პროექტირებაში ინკლუზიურობის, გენდერისა და უნივერსალური წვდომის სტანდარტების გათვალისწინებით

„ეს განვითარების პროექტი წარმოადგენს დემონტრირებას, თუ როგორაა შესაძლებელი საქართველოსა და მთელ რეგიონში ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სახლების მშენებლობა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის“,-აღნიშნა ჩაკრაბორტიმ.

ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში შეინ როზენტალი აცხადებს, რომ სახლები იქნება ხელმისაწვდომი, ენერგოეფექტური და კარგად აშენებული, რაც ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებს, ქალებსა და ბავშვებს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

„ADB-ის სესხი ჩვენს მიერ საქართველოში ქალაქების მდგრადი განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილია”, - აღნიშნავს როზენტალი.

„თბილისში სახლების 80%-ზე მეტი საბჭოთა კავშირის დროს ან მანამდეა აშენებული. ძველ საცხოვრებელ კორპუსებს აკლია სარეკრეაციო ადგილები, ავტოსადგომები და ლიფტები. ასევე საზოგადოებრივ ადგილებზე წვდომა მოხუცების, შშმ პირების, ქალებისა და ბავშვებისთვის არ არის მაღალი სტანდარტით წარმოდგენილი.

2019 წელს ქალაქის მთავრობამ წარმოადგინა გეგმა დედაქალაქში მდგრადი ურბანული განვითარების, სივრცული დაგეგმარებისა და ინკლუზიური ინფრასტრუქტურის ხელშესაწყობად. ასევე მთავრობამ ქალაქის ღია სივრცეებში გენდერზე ორიენტირებული პროექტირების მიზნით, ურბანული განვითარებისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურებში გენდერული მრჩევლის როლი დანერგა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც m2-ის ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა განაცხადა, მათთვის დიდი პატივია, რომ ეს აზიის განვითარების ბანკის პირველი ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სახლების პროექტია რეგიონში.

„სესხი საშუალოვადიანი დაფინანსების საშუალებას იძლევა თბილისში ხელმისაწვდომი საცხოვრებელი პროექტების განსახორციელებლად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროექტირება მიმართული იქნება მაღალი სტანდარტის ენერგოეფექტურობისა და ფიზიკური წვდომის დანერგვისაკენ”,- აღნიშნა მეძმარიაშვილმა.

„ ოპტიმა m2-ის ჯგუფის და Georgia Real Estate-ის (GRE), საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების კომპანიების შვილობილია. GRE სს Georgia Capital-ის სრულ მფლობელობაში მყოფი შვილობილია, ხოლო სს Georgia Capital-ის 100%-იანი წილის მფლობელია Georgia Capital PLC. Georgia Capital PLC ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს