ალექსანდრე კობაიძე - გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსთავის მე-17 საპატიმროში ხანძრის დროს პატიმრები საკნებში გამოკეტეს და არ მოახდინეს მათი შენობიდან ევაკუაცია

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე იუსტიციის სამინისტროს მიმართავს, წარმოადგინოს ვიდეოჩანაწერი, სადაც ნაჩვენებია, რომ რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპული პატიმრები სასადილოში იყვნენ და არა საკანში.

მისი განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ ხანძრის დროს პატიმრები საკნებში გამოკეტეს და არ მოახდინეს მათი შენობიდან ევაკუაცია.

„ჩვენ როდესაც ხანძარი გაჩნდა, დაუყოვნებლივ მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს და მოვითხოვეთ, რომ მომხდარიყო პატიმრების ევაკუაცია მე-17 დაწესებულებიდან. სამწუხაროდ, პენიტენციურმა სამსახურმა ჩვენი თხოვნა არ შეისმინა და აღნიშნეს, რომ ყველაფერს აკონტროლებენ. აღმოჩნდა, რომ პატიმრები ჩაკეტეს საკნებში და სამწუხაროდ, გვყავს ორი გარდაცვლილი. ჩინოვნიკებმა, ამ შემთხვევაში ციხის დირექტორმა და იუსტიციის მინისტრმა არ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და მყისიერი რეაგირება არ მოახდინა და არ მოახდინა პატიმრების ევაკუაცია, რაც არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ბატონი ბრეგაძის და ციხის დირექტორის. ასევე, ჩვენ მივმართავთ იუსტიციის სამინისტროს, რომ თუ გარდაცვლილი პატიმრები გაიგუდნენ არათუ საკნებში, არამედ სასადილოში, მაშინ კეთილი ინებეთ და წარმოადგინეთ ვიდეოჩანაწერი, რითაც დადასტურდება სიმართლე“, - განაცხადა ადვოკატმა მედიაცენტრ „მთავარში“.

იხილეთ ვიდეო: ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ხანძრის დროს პატიმრები საკნებში გამოკეტეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო