დავით სერგეენკო - მოწინააღმდეგეთა რაოდენობაც დიდია, რა ქნან ახლა, ის ადამიანებიც გამოვიდნენ და დაუპირისპირდნენ? - პოლიტიკური საკითხები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს

პოლარიზება უნდა შემცირდეს, მაგრამ ამისთვის არის ლეგიტიმური გზები და არა ქუჩის გამოსვლები - მოწინააღმდეგეთა რაოდენობაც საკმაოდ დიდია, რა ქნან ახლა, ის ადამიანებიც გამოვიდნენ და დაუპირისპირდნენ?- ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე- სპიკერი დავით სერგეენკო ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის მიმართვას, რომლითაც მან საჯარო მოხელეებს მიმართა და შერიგებაზე ისაუბრა.

სერგეენკოს თქმით, პოლიტიკური საკითხები ქუჩაში, აქციაზე არ უნდა წყდებოდეს.

„ჩემი აზრით, მიმდინარე მოვლენების მიბმა შერიგებასთან უადგილოა და შეიძლება დამაზიანებელიც იყოს. ყველა პარტიას ჰყავს მომხრეები და მოწინააღმდეგეები, რომლებიც არჩევანს აფიქსირებენ არჩევნებზე, ეს არის ლეგიტიმური. ყველას აქვს უფლება გამოხატოს პოზიცია, თუმცა ამის დაკავშირება განხეთქილება-შერიგებასთან სწორი არ არის. პოლარიზება რა თქმა უნდა, უნდა შემცირდეს, მაგრამ ამისთვის არის ლეგიტიმური და ინსტიტუციური გზები და არა ქუჩის გამოსვლები. ლეგიტიმური გზა არის არჩევნები. მოწინააღმდეგეთა რაოდენობაც საკმაოდ დიდია, რა ქნან ახლა, ის ადამიანებიც, გამოვიდნენ და დაუპირისპირდნენ? პოლიტიკური საკითხები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს, უნდა წყდებოდეს პოლიტიკურ ინსტიტუციებში,“ - განაცხადა სერგეენკომ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე