ხათუნა ლაგაზიძე - „ქართულ ოცნებას“ იმ ისტორიული შანსის ამოძირკვა უნდა, რომელიც 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტურის დანიშვნამ შექმნა

შესაძლებლობაა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში იყოს ერთი პოლიტიკური პარტია, ადგილებზე მართავდეს და ადგილობრივ თვითმმართველობებში წარმოდგენილი იყოს სხვა პოლიტიკური პარტია ან პარტიათა კოალიცია. ამ ისტორიული შანსის ამოძირკვა უნდა „ქართულ ოცნებას“, რომელიც 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტურის დანიშვნამ შექმნა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ აღნიშნა.

როგორც მან არჩევნების მეორე ტურში ოპონენტების გამარჯვების რისკის დაზღვევასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, მამუკა მდინარაძის ფრაზა სრულად აცდენაშია დემოკრატიის იმ ხედვასთან შედარებით, რა ხედვაც ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს და მის ქვეყანას აქვს.

„საფუძველი რაც მეორე ტურის შემდეგ ამ ქვეყანაში უნდა ჩაიყაროს, ეს არის რეალური ევროპული და ამერიკული დემოკრატია, როდესაც შესაძლებლობაა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში იყოს ერთი პოლიტიკური პარტია, ადგილებზე მართავდეს და ადგილობრივ თვითმმართველობებში წარმოდგენილი იყოს სხვა პოლიტიკური პარტია ან პარტიათა კოალიცია. ამის ამოძირკვა უნდა, ამ ისტორიული შანსის, რომელიც ამ მოცემულობამ შექმნა, 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტურის დანიშვნამ. „ქართულ ოცნებას“ ისტორიული მოცემულობის ამოძირკვა უნდა.

რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლების გზას, მე მიმაჩნია, რომ მეორე ტურის შედეგები ამ თვალსაზრისით იქნება არსებითად მნიშვნელოვანი. თუკი ოპოზიციამ შეძლო დიდ ქალაქებში კონტროლის შენარჩუნება ან აღება, იქ სადაც საკრებულოები არის აპრიორი ოპოზიციური და გავიდნენ ოპოზიციონერი მერები, ასეთ შემთხვევაში, ეს შეიძლება გახდეს ხელშემწყობი ფაქტორი სააკაშვილის გათავისუფლების“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

თენგიზ ცერცვაძე - როცა გადადგომაზე განცხადება დავწერე, არ მჯეროდა, მეგონა სიზმარში ვიყავი, რომ მილიარდის გაფლანგვას და ადამიანების ჩახოცვას გვაბრალებდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
ლიზინგი, როგორც ფინანსური ბაზრის შემადგენელი ნაწილი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო