ირაკლი ჩიქოვანი - წარმოუდგენელია, რომ ჩემს ზუგდიდში, ჩემს ქალაქში, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფეხი შეაწმინდა მეგრელების ღირსებას, ამ ძალას მაღალი მხარდაჭერა ჰქონდეს

დღეს ჩვენ გვჭირდება აბსოლუტური მობილიზება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავუშვათ არც ერთ მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვება, რადგან, რეალურად ვხედავთ, ეს არის სტაგნაციის წინაპირობა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ამომრჩევლებს არჩევნების მეორე ტურისთვის აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდში მაღალი მხარდაჭერა ჰქონდეს.

„ეს არის წინაპირობა, რომელიც გააჩერებს იმ პროგრესს, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გვაქვს. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ჩემს ზუგდიდში, ჩემს ქალაქში, ჩემს კუთხეში, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფეხი შეაწმინდა მეგრელების, ზუგდიდელების ღირსებას, ამ პოლიტიკურ ძალას ადგილზე მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთმანეთთან შედარება წარმოუდგენელია.

„პრაქტიკულად, გამოცხადებული რევანშის ქრონიკა გვაქვს დღეს ქვეყანაში. მაშინ, როდესაც ადამიანები დემოკრატიის სახელით, ადამიანის ღირებულებებით აპელირებენ, რეალურად ვხედავთ იმას, რომ მიმდინარეობს წნეხი რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი, მათ შორის ის ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან, თუ რა გამოგვივლია 2012 წელს, პარალელს ავლებენ იმ ვითარებასთან, რაც 2012 წელს გვქონდა და რაც დღეს გვაქვს. იმ საარჩევნო გარემოსთან, რა პირობებშიც გვიწევდა მუშაობა 2012 წელს, როდესაც პრაქტიკულად, ლოდებს გვიშენდნენ საარჩევნო შეხვედრებზე, სახლში აკითხავდნენ ჩვენი ოჯახის წევრებს, რომლებსაც ეუბნებოდნენ, რომ გაანადგურებდნენ და დაასრულებდნენ, თუ ისინი პოლიტიკურად იაქტიურებდნენ. ამიტომ, აქ ანალოგიების მოყვანა აბსოლუტურად მიუღებელია. აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ჯალათები, ეს ადამიანები დღეს საუბრობენ იმაზე, რომ თურმე ეს ყველაფერი შეცდომა იყო. პირდაპირ გეუბნებით, ამის ქვეყანაში დაბრუნება არ შეიძლება და ამას საზოგადოება არ დაუშვებს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო