პროექტის „მედიატორი ყველა მუნიციპალიტეტში“ - აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო

პროექტის „მედიატორი ყველა მუნიციპალიტეტში“ - აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა სისხლის სამართლის სისტემაში მედიაციას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის, ამისთვის კი მედიატორები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში დასაქმდებიან და მათი საქმიანობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ყველა დონეზე იქნება უზრუნველყოფილი.

„აღდგენითი მართლმსაჯულებისა და მედიაციის ინსტიტუტის განვითარება იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და უწყების განვითარების 10 წლიან სამოქმედო გეგმაშია ასახული.

ამ ცვლილებების, აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და საქმიანობის შედეგების გაცნობის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მედიატორებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბუბა ლომუაშვილმა, ტრენინგის მონაწილეებს აღდგენითი მართლმსაჯულების ინსტიტუციური განვითარების ხედვა გააცნო.

აღდგენითი მართლმსაჯულება დანაშაულთან დაკავშირებული მხარეების ინტერესებს ითვალისწინებს და მათი აქტიური ჩართულობით კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. მისი რეფორმა პარტნიორ უწყებებთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით ჩატარდა და მას ორგანიზაციის ბავშვთა დაცვის პროგრამების ხელმძღვანელი თეონა კუჭავა ესწრებოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა