მამუკა ხაზარაძე - ალუდა ღუდუშაურზე არ მინდა ის სიტყვები გავიმეორო, რომელიც თავში მაქვს - ესენი არიან უტიფრები, რომლებსაც არ აქვთ შუბლის ძარღვი

ესენი არიან მართლა უტიფრები, რომლებსაც არ აქვთ არც შუბლის ძარღვი, არიან ივანიშვილის ტიპიური მონები, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან, პარლამენტის სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი სიძულვილის დათესვას ცდილობს და ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენონ.

ალუდა ღუდუშაურთან დაკავშირებით სამწუხაროდ, არ მინდა, ის სიტყვები გავიმეორო, რომელიც თავში მაქვს. ეს არ არის პარლამენტი, ეს არის ადამიანთა შეკრება, რომელიც ერთი რამით არის დაკავებული - ამ ქვეყანაში დათესოს ძალადობა, შეურაცხყოფა, სიძულვილის ენა და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენონ. ესენი არ ლაპარაკობენ ხალხის საჭიროებაზე, იმაზე, თუ როგორ გამოვიდეს ეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან. შესაბამისად, ალუდა ღუდუშაურმა პასუხიც მიიღო, მაგრამ ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც პარლამენტშია, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ამ ადამიანებს ვუპასუხო, რადგან ესენი არიან მართლა უტიფრები, რომლებსაც არ აქვთ არც შუბლის ძარღვი, არიან ტიპიური მონები, რა თქმა უნდა, ყველა არა, მაგრამ ჯგუფი, არიან ტიპიური მონები ბიძინა ივანიშვილის და ასრულებენ დავალებას,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს