ირაკლი ღარიბაშვილი - ვიღაც ევროპარლამენტარი ბრძნული სახით გამოდის და ბრძნულ რჩევებს გვაძლევს - რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს, სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება

კანონის აღსრულებას, სამართლის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში ვერავინ აღუდგება წინ, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის.

„მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს იმის, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს. ერთ რამეს ვეტყვი ყველას, რომ ამ სიაში ბევრი ქართული გვარები აღმოვაჩინეთ. ქართველი ევროპარლამენტარები მე არ ვიცი, მაგრამ მინდა ერთი რამ გითხრათ - კანონის აღსრულებას, სამართლის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში ვერავინ ვერ აღუდგება წინ, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს. ჩვენ სრულად გამჭვირვალე პროცესი გვაქვს, სრულად არის უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობა, შესაბამისად, ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია ჩვენი ხალხი რას იტყვის. სააკაშვილი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, რაც დადგენილია პროკურატურის, გამოძიების და სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ. შესაბამისად, სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:სიაში ბევრი ქართული გვარი აღმოვაჩინეთ, ქართველი ევროპარლამენტარები მე არ ვიცი - პრემიერი სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების განცხადებაზე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა