ირაკლი ღარიბაშვილი - აღარ მაინტერესებს აღარც მოღალატე, აღარც პატიმრები, არავინ არ მაინტერესებს ჩვენი ხალხის და საქმის გარდა - მე ვარ ყველას პრემიერ-მინისტრი და არ ვარ მხოლოდ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი

აღარ მაინტერესებს აღარც მოღალატე, აღარც პატიმრები, არავინ არ მაინტერესებს ჩვენი ხალხის და ჩვენი საქმის გარდა - მე ვარ ყველას პრემიერ-მინისტრი და მე არ ვარ მხოლოდ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი - ამ ქვეყანაში რევოლუციის და ომის დრო დამთავრებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სიძულვილით მართავდა ქვეყანას.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიძულვილის ენაზე, ეს მომდინარეობს „ნაცმოძრაობისგან“. ეს ადამიანები სიძულვილით მართავდნენ 9 წელი ქვეყანას და ქმედება, რაც მომდინარეობდა მათგან, უბედურება, ტანჯვა, წამება, გაუბედურება და ყველაფერი საშინელება, რაც მათ დამართეს ჩვენს მოსახლეობას, რომელ სიძულვილის ენაზე მელაპარაკებით. ამ ქვეყანაში რევოლუციის და ომის დრო დამთავრებულია.

ერთი რამ მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, მე ვარ ყველას პრემიერ-მინისტრი და მე არ ვარ მხოლოდ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი. ბუნებრივია, საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ გვიწევს უფრო მეტი კომუნიკაცია ჩვენს ამომრჩევლებთან და მეორეს მხრივ ჩვენ ველაპარაკებით მთელ საზოგადოებას, ჩვენს ხალხს. ჩვენ უნდა ვესაუბროთ ყველას, მათ შორის სააკაშვილის მხარდამჭერებსაც იმიტომ, რომ ისინი ჯერ კიდევ სამწუხაროდ არიან არასწორ გზაზე და შეცდომაში არიან შეყვანილი. ამიტომ, მეტი აქტიურობა, მეტი კომუნიკაციაა საჭირო იმისთვის, რომ მთელი ერი გავაერთიანოთ და რეალურად გადავიდეთ საქმის კეთებაზე, სიღარიბის დაძლევაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე და ქვეყნის გაერთიანებაზე. აღარ მაინტერესებს აღარც მოღალატე, აღარც პატიმრები, არავინ არ მაინტერესებს ჩვენი ხალხის და ჩვენი საქმის გარდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა