ალუდა ღუდუშაური ოპოზიციას - ამაში დარწმუნებული იყავით, რა სანაგვესაც ისტორია მოგიჩენთ - უტიფრობას თავი დაანებეთ!

რა სანაგვესაც ისტორია მოგიჩენთ, ამაში დარწმუნებული იყავით - უტიფრობას თავი დაანებეთ, ხალხს ყველაფერი კარგად ახსოვს! - ამ განცხადებით “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა.

ყველანი ხართ უტიფარი! - ღუდუშაურის ამ რეპლიკამ პლენარულ სხდომათა დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.

“მიპასუხეთ ქალბატონო სამადაშვილო, იმ დროს რომელი სფერო იყო დარჩენილი, სადაც არ შეხვედით და არ დაატერორეთ და დააწიოკეთ. თითქოს ახლა განერიდეთ, მაგრამ ვერ განერიდებით იმ ბოროტებას, რაც იყო. ნახავთ, როგორ დაგიკრავთ ტაშს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, როცა პოლიტიკიდან გაგაცილებთ. თქვენ მხოლოდ ორი მინისტრი გყავდათ, რომელთაგან ერთი - თქვენი ხერხენალი მერაბიშვილი იჭერდა ხალხს, ხოლო მეორე ამ დაჭერილ ხალხს ატყავებდა - აი ეს იყო თქვენი ეკონომიკა, გაკულაკების ეკონომიკა! ტაშს უკრავდა ბატონი შავგულიძე, ომახიანად ვერა, მაგრამ მაინც შეეცადა... მოგმართავთ თქვენ გირგვლიანის საქმეზე რომ ადვოკატი ბრძანდებოდით! პასუხი გამეცით, აი ახლა ადვოკატები ამ ძალადობისა და ტერორის მთავარი შემოქმედისა და არქიტექტორის მოსანახულებლად რომ დადიან, პოლიტიკურ ოპონენტთან კი არა, ადვოკატი რიგით პატიმართან რომ შედიოდა, ეს გმირობის ტოლფასი იყო. ცოტა ნამუსი მაინც იქონიეთ! უთხარით საზოგადოებას ეს თუ ასე არ იყო! მანდ გყავთ ისტორიკოსიც. მართალია გაბარიტებში დიდია და სააკაშვილის კალთაში კარგად ვერ ჩაჯდება, მაგრამ რა სანაგვესაც ისტორია მოგიჩენთ, დარწმუნებული იყავით მაგაში - აი ეს ხალხი ხართ თქვენ! ბატონო მამუკა (ხაზარაძე)! არ გახსოვთ ნახევარი საქართველო დაჭერილი რომ იყო და ბანკებში ქონებას დებდა, აი ეს როგორ იყო?! ბანკებში რომ მოდიოდნენ და დანიშნულებში სოფლის მეურნეობისთვის ეწერა და სესხი კოსმოსური ხომალდისთვის სჭირდებოდათ, აი ეს არ გახსოვთ?!“ - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო