ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ არცერთ საკრებულოში არ აქვს უმრავლესობა

„ნაციონალურ მოძრაობას“ არცერთ საკრებულოში არ აქვს უმრავლესობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, რაც ნიშნავს, რომ „ასევე მოგებული გვექნება მათივე გამოცხადებული ე.წ რეფერენდუმი“.

„ნაციონალურ მოძრაობას“ არც ერთ საკრებულოში არ აქვს უმრავლესობა. საბოლოო ჯამში ყველგან მოვახერხებთ სტაბილური უმრავლესობის ფორმირებას.

პირველი - რაც შეეხება საბოლოო დასრულებას, ამისათვის საჭიროა 30 ოქტომბერს ამომრჩევლის სრული მობილიზება.

ჩვენ უკვე მოვიგეთ 64-დან 44-ში არჩევნები, 20 - ში დაგვრჩა მოსაგები და როგორც კი მოვიგებთ და დასრულდება არჩევნების მე-2 ტური, მივიღებთ მოცემულობას, რომ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სრულად. ასევე მოგებული გვექნება მათივე გამოცხადებული ე.წ რეფერენდუმი - ეს მეორე. მათი ბელადი არის ციხეში - ეს მესამე.

ყველანაირი წინაპირობა იქნება იმისათვის, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში ქვეყანა სრულიად მშვიდად განვითარდეს. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის განვითარება, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, მშვიდობა, სიმშვიდე, სტაბილურობა. 18 წელია ამ ქვეყანას ხელს უშლიან „ნაციონალები“. ბათუმშიც „ქართულ ოცნებას“ ექნება სტაბილური უმრავლესობა, ამას გპირდებით მე“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა