ირაკლი კობახიძე - ნიკა მელიამ იცის, რომ წაგებული აქვს არჩევნების მეორე ტური, ეს არის სასოწარკვეთილი ნაბიჯი, რომ თბილისელები მოატყუოს

ეს არის სასოწარკვეთილი ნაბიჯი გამომდინარე იქიდან, რომ მელია აგებს თბილისში არჩევნებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც თბილისში ნიკა მელიას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამოკრული ბანერების საკითხი შეაფასა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მელია ცდილობს მოსახლეობა მოატყუოს, როცა პენსიების ზრდას და სკოლებში უფასო კვებას ჰპირდება.

„მან იცის რეიტინგები, იცის, რომ რეალურად წაგებული აქვს არჩევნების მეორე ტური. ეს არის სასოწარკვეთილი ნაბიჯი და ცდილობს ხალხი, თბილისელები მოატყუოს. სრული აბსურდია, რაც ბანერებზე წერია, მათ შორის, პენსიებზე - კანონით მას ამის უფლება არ აქვს და ამას 240 მილიონი ლარი სჭირდება. იგივე ეხება სკოლებსაც, ამის უფლება კანონით არ აქვს და ამას დამატებით 100 მილიონ ლარზე მეტი სჭირდება. რას აკლებს ამ თანხას, ჯანდაცვას თუ სხვა მიმართულებებს, ესეც საკითხავია. რა თქმა უნდა, ეს არის სასოწარკვეთილი ნაბიჯი გამომდინარე იქიდან, რომ მელია აგებს თბილისში არჩევნებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო