ირაკლი კობახიძე - გახარია პირველი ტურის შემდეგ საერთოდ აღარ არის აქტუალური, მოვუწოდებთ მის ამომრჩეველს, მხარი დაუჭირონ ჩვენს კანდიდატს

გახარია პირველი ტურის შემდეგ საერთოდ აღარ არის აქტუალური,-ამის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, არსებული ინფორმაციით, ამომრჩევლის უმრავლესობა, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში მხარი დაუჭირა პარტია „საქართველოსთვის“, აპირებს, მეორე ტურში მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატებს დაუჭიროს.

„რაც შეეხება ამომრჩევლებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, კვლევები, რომელიც ადასტურებს, რომ იმ ამომრჩევლის უმრავლესობა, რომელმაც პირველ ტურში მხარი დაუჭირა სხვადასხვა მიზეზის გამო ამ პარტიას, აპირებს, მხარი დაუჭიროს ჩვენს კანდიდატებს. ასეთია შესაბამისი ამომრჩევლის დაახლოებით 2/3. ესენი არიან ჩვენი ყოფილი ამომრჩევლები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია მათი ხმები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ ამომრჩეველს, მხარი დაუჭირონ ჩვენს კანდიდატს“,-განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო