ირაკლი ქადაგიშვილი - ცოტა ღრმა ანალიზიც გავაკეთოთ, რატომ მოქმედებს მიხეილ სააკაშვილი მუდმივად ისე, რომ შედეგი ახარებს კრემლს

ცოტა ღრმა ანალიზიც გავაკეთოთ - რატომ მოქმედებს მიხეილ სააკაშვილი მუდმივად ისე, რომ შედეგი ახარებს კრემლს, 2008 წელს, 2020 წელს, 2021 წელს. რატომ არის ამ ადამიანის ყველა ქმედება საბოლოო ჯამში კრემლის სიხარული და მიხვდით, რომ ეს არის ის ავანტიურისტი, რომელსაც ყველა მართავს საქართველოს წინააღმდეგ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

მისივე თქმით, სჯობს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიმბოლოების „მურუსიძის სასამართლოს“ წამოძახების ნაცვლად, თავისი შექმნილი, მოკლული, ნაწამები ადამიანების სიმბოლოებით შეირცხვინოს თავი.

„როდესაც ლაპარაკობენ, რომ თურმე, არ ზის „ნაციონალური მოძრაობა“ ამ დარბაზში და რატომ ლაპარაკობთ „ნაციონალურ მოძრაობაზეო“, ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, როგორია პოლიტიკური ინფანტილიზმი. რას ჰქვია არ ზის? არ ზის იმიტომ, რომ ყველაფერს აკეთებს, საქართველოს პარლამენტი არ არსებობდეს; ყველაფერს აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ საქართველოში არ არსებობდეს დემოკრატია; ყველაფერს აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“ იმისთვის, რომ საქართველოში რევოლუციური რეჟიმი შეიქმნას. ის პოლიტიკოსები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობენ, სწორედ ამ პოლიტიკური ინფანტილიზმით არიან დაავადებულები. მერე უკვირთ რატომ არ არის მათ მხარეს ამომრჩეველი, თურმე „ქართულმა ოცნებამ“ დაივიწყა ხალხი და მათ ახსოვთ. არ არის ბატონებო და ქალბატონები ასე მარტივად საქმე, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ! ამ დარბაზში ვინც არ ზის, იმან საქართველოს კონსტიტუცია "ვარდების რევოლუციის" შემდეგ რომ მოვიდა, აქცია "სუპერ პუტინისტურ" კონსტიტუციად. ეს კარგად გახსოვდეთ. „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ის საქმე გააკეთა, რომ საუკეთესო ევროპული სტანდარტების კონსტიტუცია გვაქვს.

ჩვენ, ჩვენი ამერიკელი თუ ევროპელი მეგობრები, კოლეგები, ლობისტები თუ ა.შ ხშირად გვეუბნებიან, ის, რომ ამ დარბაზში არ ზის „ნაციონალური მოძრაობა“ და მის ფეხს აყოლილი სხვა ოპოზიცია, არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად სურს კრემლს. დღესაც გვეუბნებიან, ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ზის ციხეში ყველაზე მეტად ახარებს კრემლს. ჰოდა თუ ამდენს ვამბობთ, ცოტა ღრმა ანალიზიც გავაკეთოთ, რატომ მოქმედებს მიხეილ სააკაშვილი მუდმივად ისე, რომ შედეგი ახარებს კრემლს, 2008 წელს, 2020 წელს, 2021 წელს. რატომ არის ამ ადამიანის ყველა ქმედება საბოლოო ჯამში კრემლის სიხარული და მიხვდით, რომ ეს არის ის ავანტიურისტი, რომელსაც ყველა მართავს საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს