დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა.

საკანონმდებლო ინიციატივა ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ”, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” და ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონებში ცვლილებებს ითვალისწინებს, რომელთა მიზანი აჭარის კონსტიტუციისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის ჰარმონიზაციაა.

ინიციატივასთან დაკავშირებით, არც საკომიტეტო და არც პლენარულ სხდომაზე, შენიშვნები არ გამოთქმულა.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს