მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი - დღეს იქნება ანალიზების, კვლევების შეფასება და ასევე შესაძლოა, ზოგიერთმა ექიმმა გასინჯოს

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ექიმთა კონსილიუმს, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის, ადვოკატები სავარაუდოდ არ დაესწრებიან. ამის შესახებ ყიფშიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლამდე განუცხადა.

„კონსილიუმს ადვოკატები, მე მგონი, არ დაესწრებიან. მარტო ექიმები იქნებიან და რამდენადაც ვიცი, უკვე დაიწყო კონსილიუმი,”, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

როგორც მან აღნიშნა კონსილიუმზე სააკაშვილის მხოლოდ საავადმყოფოში გადაყვანის საკითხი არ გადაწყდება.

„ჯერ გადაწყდება რა მდგომარეობაშია, უნდა შევჯერდეთ. დღეს იქნება ანალიზების, კვლევების შეფასება და ასევე შეიძლება ზოგიერთმა ექიმმა გასინჯოს”, - განაცხადა ყიფშიძემ.

კითხვაზე, როგორია სააკაშვილის პირადი ექიმის პოზიცია, უნდა გადაიყვანონ თუ არა ყოფილი პრეზიდენტი კლინიკაში, ექიმი პასუხობს, რომ დღეს ჯერ არ უნახავს პაციენტი და ამაზე ვერაფერს იტყვის.

“ვერ გეტყვით. ანალიზებს გუშინ გავეცანი და გუშინ გითხარით ყველაფერი”, - განაცხადა ყიფშიძემ.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს