კახა კუჭავა - მართებულია, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი პირბადით შესვლის გამო, 2 000-ლარიანი ჯარიმა გადავიხადო და თანხა „სოლიდარობის ფონდს“ გადავურიცხო

მართებულად მიმაჩნია, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ სიმბოლიკის ამსახველი პირბადით შესვლის გამო, 2 000-ლარიანი ჯარიმა გადავიხადო და თანხა „სოლიდარობის ფონდს“ გადავურიცხო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს.

,,მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე, „ქართული ოცნების“ სიმბოლიკის ამსახველი პირბადით შესვლა მექანიკური შეცდომა იყო და მიზნად არ ისახავდა წინასაარჩევნო აგიტაციას, ეს იყო კანონდარღვევა, რაც სასამართლომ დაადასტურა და სიტყვიერი გაფრთხილება მომცა. თუმცა, მართებულად მიმაჩნია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა, 2000 ლარის ოდენობით გადავიხადო და ეს თანხა ,,სოლიდარობის ფონდს“ გადავურიცხო“, - აცხადებს კახა კუჭავა.

ცნობისთვის, ვაკის მეორე ოლქში ,,ქართული ოცნების” სიმბოლიკით და საარჩევნო ნომრის მქონე პირბადით მისვლის გამო პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა