გია ვოლსკი - ჩრდილოვან კაბინეტში არაფერია ცუდი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ფარისევლური ნაბიჯია

ჩრდილოვან კაბინეტში არაფერია ცუდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ფარისევლური ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენის დაანონსებას გამოეხმაურა.

ვოლსკის განცხადებით, ამით ისინი საერთაშორისო პარტნიორების და ამომრჩევლის ყურადღების მიპყრობას ცდილობენ.

"ჩრდილოვან კაბინეტში არაფერი ცუდი არ არის და ამის გამოცდილება არსებობს მსოფლიოში - როცა ოპოზიციაში გადასული ჯგუფები საზოგადოებას წარუდგენენ ადამიანებს, რომელთაც შეიძლება მართონ ესა თუ ის სფერო, თუ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ. ამ შემთხვევაში, ეს ფარისევლური ნაბიჯია, რომ პარტიები კვლავ იმ ფორმატში გააერთიანონ, რომელშიც იყვნენ და ამით ყურადღება მიიქციონ, თუნდაც, საერთაშორისო დონეზე. იგივე ფანდი უნდათ ახლაც გამოიყენონ, რომ იქნებ მხარდამჭერები ამით მოიზიდონ", - განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა