ანდრიუს კუბილიუსი - მე არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა  - მმართველმა პარტიამ შარლ მიშელს უთხრა: „კარგი, ჩვენ არ გვჭირდები, წადი!“

მე არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა მმართველმა პარტიამ, რომ გამოსულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან - მმართველმა პარტიამ შარლ მიშელს უთხრა: „კარგი, ჩვენ არ გვჭირდები, წადი!“- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ქართველი ჟურნალისტებისთვის გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გასაგებია ქართველი პოლიტიკოსების რეაქცია ევროპარლამენტიდან მომდინარე კრიტიკულ განცხადებებთან დაკავშირებით, მაგრამ თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირთან ინტეგრაცია ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის წევრებმაც არსებულზე უკეთ უნდა იმუშაონ, რაც ჯერ არ ჩანს.

„მე მესმის ქართველი პოლიტიკოსების რეაქცია გარკვეულ კრიტიკულ განცხადებებზე, რომელიც მოდის ევროპარლამენტიდან, ეს ის არის, რასაც ზოგჯერ პოლიტიკოსები აკეთებენ, საკმაოდ პოპულარულია ევროკავშირშიც კი ყველაფერში ბრიუსელის დადანაშაულება. მაგრამ, მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ თუ თქვენ ნამდვილად გსურთ ინტეგრაცია, რეალური ინტეგრაცია და არა ცარიელი განცხადებები, თქვენ გადაჭარბებულად უნდა შეასრულოთ არსებული გეგმა. თქვენს ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, თქვენს მინისტრებს, პარლამენტის წევრებს სჭირდებათ, რომ უკეთ იმუშაონ, რათა დაარწმუნონ და შექმნან დადებითი აღქმა ბრიუსელში, ინსტიტუციებს შორის და სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში ეს სწორედ ის არის, რაც მათ აკლიათ.

მე, მაგალითად, არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა მმართველმა პარტიამ, რომ გამოსულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან. პოლიტიკური თვალთახედვიდან, ზოგადი პოლიტიკური თვალთახედვიდან, ეს იყო დიდი შეცდომა. შარლ მიშელი არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ის პირადად ჩაერთო ქვეყნის შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის პროცესში და მმართველმა პარტიამ მას უთხრა: „კარგი, ჩვენ არ გვჭირდები, წადი!“ ეს ის არ არის თუ როგორ უნდა ეძებდნენ ქვეყნები შესაძლებლობას, რომ გეგმა არსებულზე უკეთ შეასრულონ“,- განაცხადა კუბილიუსმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა