ევროკომისიის პრეზიდენტი - პოლონეთის გადაწყვეტილება ევროკავშირის საფუძვლებს ეჭვქვეშ აყენებს და რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს

პოლონეთის გადაწყვეტილება ევროკავშირის საფუძვლებს ეჭვქვეშ აყენებს და რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ლაიენმა აღნიშნა, რომ ყურადღებით აკვირდება პოლონეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ევროპული გაერთიანების სამართლებრივ წესრიგს საფრთხეს უქმნის.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განცხადა, რომ ამ სიტუაციაში სულ 3 გამოსავალი არსებობს: 1. ევროკომისია პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას იურიდიულად უნდა დაუპირისპირდეს და ქვეყანას ჯარიმა დაუწესოს. 2. ევროკავშირმა პოლონეთს სახსრების გამოყოფა შეუჩეროს. 3. ბლოკის ძირითადი ღირებულებების დარღვევის გამო პოლონეთს შეუჩერდება ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე ხმის მიცემის უფლება.

შეგახსენებთ, გასულ კვირას პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის კონსტიტუციის ევროკავშირის კანონთან შედარებით უზენაესობა დაადგინა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა