საქართველო, თურქეთი აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მორიგი სხდომა გაიმართა

თურქეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მე-6 ყოველწლიური სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა - ნიკოლოზ სამხარაძემ დელეგაციების წევრებს მიმართა და მიმოიხილა რეგიონში მიმდინარე პროცესები, უსაფრთხოების გამოწვევები და მათი გადაჭრის პროცესში სამი ქვეყნის როლი. ამ კუთხით, მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, როგორც რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთადერთ გზაზე.

შეხვედრაზე ასევე, განხილულ იქნა რეგიონული თანამშრომლობის ისეთი საკითხები, როგორიც არის ვაჭრობა, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები, კულტურა, თავდაცვა, უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და ხალხთაშორის კავშირები. ხაზი გაესვა საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და საპარლამენტო კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს. ამ კონტექსტში, მხარეებმა ახალი მექანიზმებისა და ფორმატების შექმნის საკითხიც განიხილეს.

ამასთან, მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოთქვეს მზაობა, რომ გადადგან კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

„დღეს გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - თურქეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებთან, სადაც ვისაუბრეთ ყველა იმ გამოწვევასა თუ პროცესზე, რაც მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში. ამ კონტექსტში დიდი როლი ეკისრება საპარლამენტო თანამშრომლობას, რადგან ეს მექანიზმი გვაძლევს საშუალებას, რომ საკანონმდებლო დონეზე რეგულარულად გავცვალოთ მოსაზრებები და შევიმუშაოთ კონკრეტული გზები, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნების წინსვლასა და ხალხის კეთილდღეობაში", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა