მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

"ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წევრის, ეთო უმეკაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება ამ ხელისუფლებისთვის "უდიდესი ტრავმაა".

"ამ აქცია-პერფორმანსით გვინდოდა, გაგვეკეთებინა განცხადება, რომ სირცხვილია რაც დღეს საქართველოში ხდება. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაკავება არის უდიდესი ტრავმა ამ ხელისუფლებისთვის იმიტომ, რომ სირცხვილია, როცა ის უხარია საქართველოს ხელისუფლებას, რაც პუტინსაც უხარია. ამით გვინდოდა იმის თქმა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წევრმა ეთო უმეკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა