დავით ბერძენიშვილი - მგონი სალომე ზურაბიშვილმა იჩქარა - შეუძლია თქვას: "ვთვლი, რომ სააკაშვილი დამნაშავეა, მაგრამ კრიზისის განმუხტვის გამო, ვიწყალებ"

ორი რამ არის საჭირო - შეწყალება იმ საქმეებზე, რაზეც მსჯავრდებულია და აღკვეთი ღონისძიების შეცვლა, რაც სასამართლოს, ანუ აღმსარულებელი ხელისუფლების გადასაწყვეტია - მგონი, სალომე ზურაბიშვილმა იჩქარა,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რა გამოსავალი აქვს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით.

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია თქვას, რომ სააკაშვილს დამნაშავედ მიიჩნევს და იწყალებს იმ საქმეებთან დაკავშირებით, რაშიც ბრალდებულია, თუმცა იმ საქმეების თაობაზე, რაზეც ის ჯერ გასამართლებული არაა, ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ „პროკურატურა სააკაშვილის გამომყვანი არაა“.

„შეწყალება არ ნიშნავს უდანაშაულობას. როგორც წესი, დამნაშავეებს იწყალებენ. პრეზიდენტს შეუძლია თქვას - ვთვლი, რომ ის დამნაშავეა, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობის და კრიზისის განმუხტვის გამო ამას ვიყენებ. მაგრამ ეს საკმარისი არაა. როდესაც ღარიბაშვილი და მთელი ხელისუფლება ამბობს, რომ ამის შანსი არაა, გასაგებია, რომ იმ საქმეებზე, რაზეც ის ჯერ გასამართლებული არაა, სასამართლო და პროკურატურა სააკაშვილის გამომყვანი არაა. არ ველოდები, რომ მეორე ტურამდე რაიმე ცვლილება შეიძლება იყოს. სააკაშვილის ჯანმრთელობა კონტროლის ქვეშ უნდა იყოს და არის კიდეც. დღეს მთავარი პოლიტიკური მოვლენა არის მეორე ტური და ხელისუფების დაძლევის გზა გადის მეორე ტურში ოპოზიციონერების გამარჯვებაზე. სააკაშვილის მდგომარეობის არსებითი ხასიათის გაუმჯობესებისკენ გზაც მეორე ტურზე გადის“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს