სალომე სამადაშვილი - ასეთი მძიმე პარლამენტი არ მახსენდება ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში - მმართველმა გუნდმა სიძულვილის ფრქვევის ფორუმად გადააქცია

ასეთი მძიმე პარლამენტი არ მახსენდება ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ნაცვლად ხალხის პრობლემებზე საუბრისა 9 წელია „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულებაზე საუბრობს.

„ძალიან მძიმე ვითარებაშია ქვეყანა, რომელსაც ისეთი გამოწვევები აქვს, როგორიც აქვს ჩვენს საზოგადოებას დღეს. ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს, გადარჩენისთვის იბრძვიან ჩვენი თანამოქალაქეები. პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს ის ადგილი, სადაც არჩეული წარმომადგენლები ამ ხალხის მიდიან, რომ იმსჯელონ გამოწვევებზე და პრობლემებზე, რომელიც მოქალაქეებს აქვს, გადააქცია მმართველმა გუნდმა სიძულვილის ფრქვევის რაღაც ფორუმად.

მე წინა მოწვევის პარლამენტშიც ვიყავი, ვარდების რევოლუციის შემდეგ ცოტა ხანი ვიყავი ასევე პარლამენტში. მოკლედ, საპარლამენტო ცხოვრებას ვაკვირდები დიდი ხანია და ასეთი მძიმე პარლამენტი არ მახსენდება ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. მძიმე იმ გაგებით, რომ მმართველი უმრავლესობა, ფაქტობრივად, სრულად არის დაკომპლექტებული ადამიანებით, რომლებსაც საერთოდ არ გააჩნიათ დამოუკიდებელი აზრი, არ გააჩნიათ განცდა იმისა, რომ ისინი საერთოდ ვინმეს წარმოადგენენ ამ პარლამენტში. რა გზავნილებსაც იღებენ საერთო „ჩატში", შემდეგ ამის სხვადასხვა ვარიაციები გვესმის მიკროფონებში და ეს გზავნილები ძირითადად უკავშირდება 18 წლის წინანდელ ამბებს და 9 წელი რომ „ქართული ოცნება“ მართავს ქვეყანას, წინა ცხრა წელში რა ხდებოდა. კომიკური ხდება ეს ყველაფერი, ნახევარი მილიონი ადამიანი აძლევს პოლიტიკურ ძალას ხმას და შენ მუდმივად 9 წელიწადია საუბრობ იმაზე, რომ ეს ნახევარი მილიონი ადამიანი რაღაცნაირად გააქრო პოლიტიკური და საზოგადოებრივი სივრციდან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა