ირაკლი ქადაგიშვილი სააკაშვილზე - ციხეშია და ცოდო არ არისო? - ეს ადამიანი იმიტომ ზის ციხეში, რომ შემოიპარა, რათა ქვეყანა აერია

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი არა ქუჩურ რევოლუციაში, არამედ პარლამენტში მომხდარიყო - „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რომ ქართული პარლამენტი არ შემდგარიყო, არჩევნების დისკრედიტაცია მომხდარიყო და საბოტაჟით ეწარმოებინა ქართული დემოკრატიზაციის და პარლამენტარიზმის ნგრევა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რამდენად დგამს „ქართული ოცნება“ კონსტრუქციულ ნაბიჯებს.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში სულ ორჯერ შევიდა და ორივეჯერ ჩხუბი მოხდა.

ამასთან, კითხვაზე, რატომ იყენებს მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ ვიდეო-ჩანაწერებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი „ცუდად გამოიყურება“, ქადაგიშვილი ამბობს, რომ „ეს მისი სახეა“.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი არა ქუჩურ რევოლუციაში, არამედ პარლამენტში მომხდარიყო. „ნაციონალური მოძრაობა“ ორჯერ შემოვიდა პარლამენტში, ორივეჯერ ჩხუბი იყო, სხვა არაფერი გაუკეთებიათ. ადგილობრივი თვითმმართველბის არჩევნები ვაწარმოეთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უწარმოებია. მათ თავიანთი რევოლუციური სცენარი ჰქონდათ.

რომ ვამბობთ, რომ ადამიანი ციხეშია და ცოდო არ არის ციხეში რომ ზისო? ეს ადამიანი ციხეში იმიტომ ზის, რომ შემოვიდა ამ ქვეყანაში არა იმიტომ, რომ დემოკრატია განემტკიცებინა, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანა აერია და დაძაბულობამდე და სამოქალაქო შეხლა-შემოხლამდე მიეყვანა. ამისთვის შემოიპარა“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა