ევროპარლამენტარები - სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს საქმეს, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან

სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს საქმეს, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპარალამენტარების განცხადებაში, რომელსაც ხელს ხუთი ევროპარლამენტარი აწერს.

განცხადების თანახმად, სააკაშვილის საქმე გადაეცა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და რომ ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება მის განხილვებს და იმოქმედებს მისი დასკვნების შესაბამისად.

როგორც განცხადებაში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, ფაქტი, რომ ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, ბადებს კითხვას დევნის პოლიტიკური ხასიათის შესახებ.

„საქართველომ, ევროკავშირთან ასოცირებულმა ქვეყანამ, აიღო ვალდებულება დაიცვას ევროპული ღირებულებები და პრინციპები, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ქართველი ხალხი, რომელიც საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია და საქართველოს ევროპელი პარტნიორები მოელიან მთავრობისგან და მმართველი პარტიისგან სრულად განახორციელონ და დაიცვან ეს პრინციპები და სტანდარტები.

ახალგაზრდა ევროპულ დემოკრატიებში, რომლებიც ჯერ კიდევ იბრძვიან პოსტ-ტოტალიტარულ, პოსტსაბჭოთა ჩვევებს, მაგალითად იანუკოვიჩის დროინდელ უკრაინაში, ჩანს, რომ პოლიტიკურ ოპოზიციის ლიდერის, ყოფილი პრეზიდენტის ან პრემიერ - მინისტრის დაპატიმრება , დაუყოვნებლივ გზავნის გამაფრთხილებელ სიგნალს მსოფლიოში, რომ მოცემულ ქვეყანაში დემოკრატია და კანონის უზენაესობა შეიძლება გაუარესდეს.

ის ფაქტი, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, ბადებს კითხვას დევნის პოლიტიკური ხასიათის შესახებ. პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის საჯარო განცხადებები მხოლოდ ადასტურებს პოლიტიკურ მოტივებს სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეების უკან და სრულიად მიუღებელია ევროპული ტიპის მართლმსაჯულების სისტემაში და ძირს უთხრის ხალხის არჩევანს საქართველოს ევროპულ გზაზე.

საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. ამ სიტუაციასა და მის მოგვარებაში ამ მომენტში, პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება მთავრობას და მმართველი პარტიას „ქართული ოცნება“ . ისინი არჩევანის წინაშე დგანან - გააგრძელონ უარყოფითი შედეგები, გააძლიერონ პოლარიზაცია და უნდობლობა შიდა და საერთაშორისო დონეზე, ვიდრე სააკაშვილი ციხეშია, ან დაუბრუნონ თავიანთი ფოკუსი კანონის უზენაესობისა და ევროპული ტიპის სამართლის სტანდარტების დაცვისკენ, რომელიც გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისათვის.

სააკაშვილის საქმე გადაეცა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ეს არის გზა, რათა ევროპული მართლმსაჯულება შეეხოს საქართველოს მომავლისათვის უმნიშვნელოვანეს საქმეს , ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება მის განხილვებს და იმოქმედებს მისი დასკვნების შესაბამისად. სანამ ECHR (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო) განიხილავს საქმეს, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან“, -ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპარლამენტარები:

ანდრიუს კუბილიუსი - Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე;

რასა იუკნევიჩიენე - სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის (DSCA) ხელმძღვანელი;

რიჰო ტერასი;

მირიამ ლექსმანი;

სანდრა კალნიეტე.

იხილეთ ვიდეო

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა