„ჯივიპი” მანჯგალაძისა და ჩხიკვაძის ქუჩების კვეთაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძისა და ჩხიკვაძის ქუჩების კვეთაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით ტექნიკური სამუშაოები 19 ოქტომბერს საღამოს 22:00 საათზე დაიწყება და 24 - საათიან ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

კომპანიის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყამომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 19 ოქტომბრის 22:00 საათიდან 20 ოქტომბრის 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

„ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის, დადიანის, ხუდადოვის, ურიდიას და ქებურიას ქუჩების ნაწილს; მახალდიანის, ხიმშიაშვილის, ჩხიკვაძის, რკინიგზის და მესხის ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონში, ქურდიანის, მეუნარგიას, ვეშაპურის, გურგენიძის ქუჩებს და ლალიონის შესახვევს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს