არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრაზე არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ისაუბრებენ

არჩევნების მეორე ტურის წინ ჩვენ ვხედავთ უფრო გამძაფრებულ პოლარიზაციას და დაპირისპირებას, მათ შორის, სოციალური ქსელების საშუალებით, - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრას გამართავენ, სადაც სავარაუდოდ, არჩევნებთან დაკავშირებით ექნებათ საუბარი, თუ რა გამოწვევები არსებობს მეორე ტურთან დაკავშირებით.

"პირველ ტურზეც არ იყო ნაკლებ აგრესიული კამპანია, თუმცა, მეორე ტურზე ეს არის გამძაფრებული, რადგან ფაქტიურად ორ პარტიას და მათ კანდიდატებს შორის რჩება უმეტეს ქალაქებში მეორე ტური, ამიტომ ჩვენ ვხედავთ უფრო გამძაფრებულ პოლარიზაციას და დაპირისპირებას, მათ შორის, სოციალური ქსელების საშუალებით, სადაც ვიდოებიც გავრცელდა. ამიტომ ჩვენი მხრიდან შეხვედრაზე ვისაუბრებთ იმ გარემოზე, რასაც ვხედავთ და ველოდებით, ასევე, ალბათ, იმას, რა რეკომენდაციები უნდა გააკეთონ ჩვენმა პარტნიორებმა, რომ მეორე ტურმა მშვიდ გარემოშო ჩაიაროს და მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა, მისცენ ხმა ვისაც სურთ და ნაკლები იყოს პრობლემები რაც პირველ ტურში ვიხილეთ,"- განაცხადა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა