მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საგანგაშოდ გამოცხადების მიზეზი არ არსებობს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საგანგაშოდ გამოცხადების მიზეზი არ არსებობს.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გაიმართა შეხვედრა უშუალოდ ექიმებთან და შექმნილი ჯგუფი გაეცნო მდგომარეობას, რისკებს, მოვლენათა განვითარების შესაძლო ვარიანტებს და საჭიროებებს, რაც პატიმრის უფლებების დასაცავად შეიძლება იყოს აუცილებელი.

„შემუშავდა გეგმები ისეთი შემთხვევებისთვის, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. მათ შორის განიხილება თუ როგორი იქნება მოქმედებები ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში - რა შემთხვევაში როგორ და რა წესით განხორციელდება. რა თქმა უნდა, ყველაფერი პატიმრის ნების გათვალისწინებით მოხდება. პროცესები წარიმართება იმგვარად, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ყოველგვარი რისკი გამოირიცხოს და პატიმრის უფლება მაქსიმალურად მაღალი სტანდარტით იყოს დაცული. მნიშვნელოვანია პატიმარს რელევანტური სამედიცინო მომსახურება გაეწიოს, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა