მიხეილ სააკაშვილი - სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ - ამავე დროს მინდა, ბოლომდე შემრჩეს საღი აზროვნება და თანახმა ვარ, ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე

სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არცერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს მინდა ბოლომდე შემრჩეს საღი აზროვნება, ამიტომ თანახმა ვარ, ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოგზავნილ მორიგ წერილში წერს.

სააკაშვილის განმარტებით, მედიკამეტონტოზური მკურნალობა გონზე ყოფნაში დაეხმარება და „თუნდაც ძალიან შეზღუდულად, მაგრამ მაინც მიიღებს მონაწილეობას მიმდინარე მოვლენებში“.

„ყველა ჩემი ნაბიჯი იყო ნაკარნახები მთავარი მიზნით, დავეხმარო ქართველ ხალხს ჭაობის დაღწევაში. ჩამოვედი ისე, რომ არ მომხდარიყო შეტაკებები და არავინ დაზარალებულიყო. ასევე მოვუწოდებ სხვებს შიმშილობის შეწყვეტისკენ, ვშიმშილობ მხოლოდ მე ერთადერთი მოთხოვნით, შეწყდეს მართლსამჯულების უსამართლო პოლიტიკური დევნისთვის გამოყენება და დავუბრუნდეთ ნორმალურ დემოკრატიულ პროცესს, სადაც ხალხი იღებს გადაწყვეტილებას ძალდატანების და გაყალბების გარეშე. სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არცერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც, ამავე დროს მინდა ბოლომდე შემრჩეს საღი აზორვნება, ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც სწორედ დამეხმარება გონზე ყოფნაში და თუნდაც ძალიან შეზღუდულად მაგრამ მაინც მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობის მიღებაში, რომ სანამდეც შემეძლება დავეხმარო საქართველოს. ახლა საზოგადოება ძალიან მობილიზებულია და მიუხედავად ჩემი პირადი მდგომარეობისა, როგორც არასდროს ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა