პროექტის GQSP-Georgia ფარგლებში საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის (GeLab) ინსტიტუციური გაძლიერება მოხდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ტექნიკური მხარდაჭერითა და შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „გლობალური ხარისხისა და სტანდარტების პროგრამა საქართველოში“ (GQSP-Georgia) ფარგლებში საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის (GeLab) ვალიდაციის შესახებ გამართულ ონლაინ შეხვედრას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის GQSP-Georgia ფარგლებში, მიმდინარეობს საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის (GeLab) ინსტიტუციური გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული ლაბორატორიების საჭიროების დაკმაყოფილებას არაერთი მიმართულებით. კერძოდ, გაიმართება კონსულტაციები და ტრენინგები აკრედიტაციასა და შესაბამისი სფეროების გაფართოებასთან დაკავშირებით, მოხდება საკვალიფიკაციო ტესტირებები და ლაბორატორიათშორისი შედარებები (PT/ILC), ხელი შეეწყობა ახალგაზრდა კადრების მოზიდვას, გააქტიურდება ურთიერთობა და თანამშრომლობა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან (სამთავრობო ორგანიზაციები, დონორები, ასოციაციები და ა.შ.) და ა.შ.

„ქართული პროდუქციის წარმოების და ექსპორტის ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნები სტანდარტებზე, სერტიფიცირებაზე და რაც მთავარია, ლაბორატორიულ მომსახურებაზე. შესაბამისად, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში გაძლიერდეს ლაბორატორიული შესაძლებლობები, რათა, ერთი მხრივ, საქართველომ დააკმაყოფილოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მეორე მხრივ, ლაბორატორიულმა სექტორმა შეძლოს ბაზრის საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდება. ამისათვის კი, მნიშვნელოვანია ლაბორატორიების ტექნიკური გადაიარაღება, პერსონალის გადამზადება, კვლევის ახალი მეთოდების დანერგვა, აკრედიტაცია, რაშიც დონორი ორგანიზაციები მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევენ და დიდი მადლობა მათ ამისთვის“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან გაიცა რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ლაბორატორიული ქსელის განვითარებას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

,,პროექტის GQSP-Georgia პირველ ეტაპზე, განხორციელდა ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა -„ხილისა და ბოსტნეულის შესაბამისობის შეფასების გაძლიერება/ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა". კვლევის დოკუმენტში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელიც ეხება საქართველოში არსებული ლაბორატორიების ხელშეწყობას, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა სფეროში მომუშავე ლაბორატორიების გაერთიანებას, არსებული პრობლემების და გამოწვევების იდენტიფიცირებას და მათ აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სერვისების შექმნას და/ან განვითარება-გაუმჯობესებას. კვლევის დოკუმენტის ელექტრონული ვერსიები (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ხელმისაწვდომია UNIDO-ს ვებგვერდზე.

ონლაინ გამართულ შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის და საქართველოში მოქმედი აკრედიტებული ლაბორატორიების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა