მიხეილ სარჯველაძე - კუბილიუსის მიმართ კითხვა უნდა გაგიჩნდეთ, რატომ აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების ისეთ მცდარ ინტერპრეტაციას, როგორსაც აკეთებს?!

კუბილიუსის მიმართ კითხვა უნდა გაგიჩნდეთ, რატომ აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების ისეთ მცდარ ინტერპრეტაციას, როგორსაც აკეთებს?! - ინტერპრეტაცია მცდარი და უტრირებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

სარჯველაძე ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხზე პრემიერის განცხადება მართლმსაჯულებაში ჩარევად არ უნდა იყოს განხილული.

"საქმის შინაარსზე ანდრიუს კუბილიუსს არაფერი უთქვამს? ეს ევროპარლამენტარების საერთო აზრი არ არის და ჩვენ ამ თემების ირგვლივ თვისობრივად განსხვავებული და უფრო დასაბუთებული არგუმენტაციაც მოგვისმენია. რაც შეეხება იმ განცხადებას, რომელიც გულისხმობს, რომ სანამ ვინმე საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილების რევიზიას არ მოახდენს, მანამდე მართლმსაჯულება არ განხორციელდეს, არ მიმაჩნია, რომ რაიმე მიზეზი და საფუძველი მაინც არსებობს ასეთი მოთხოვნის გაზიარების. იურიდიული თვალსაზრისით აბსოლუტური ნონსენსია. ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები, რომ საქართველოს სახელმწიფოს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება ან ზოგადად მართლმსაჯულება გაჩერდეს, სანამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული - ასეთი მიდგომა ნონსენსია. სწორედ არაევროპული საქციელი იქნება, სამართალზე მაღლა პოლიტიკა და ვინმეს პოლიტიკური დამოკიდებულება დავაყენოთ. სამართლებრივი სახელმწიფო არის უმნიშვნელოვანესი ბაზა, რომელზეც ევროპული სახელმწიფო უნდა აშენდეს. ეს სხვაგვარად არ წარმომიდგენია", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თუ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცეოდა, მის წინააღმდეგ ახალი საქმეები გაჩნდებოდა, „ამან აჩვენა, რომ სასამართლოს პოლიტიზირება საქართველოში დასრულებული არ არის და ეს უდიდესი პრობლემაა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო