ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულის ადვოკატი - როგორც განმიმარტა, ხელყუმბარა არ ჰქონია და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული ბიძინა ხასიას ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიებამ ხასიას ჩვენება ძალადობის შედეგად მოიპოვა.

როგორც ადვოკატმა მურმან ღურწკაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ბიძინა ხასია არის ნაწამები და მიღებული აქვს მრავლობითი დაზიანება სხეულის მიდამოში, ამის შემდეგ მიღებული გარკვეული ჩვენების საფუძველზე კი მისთვის ბრალდების წარდგენა მოხდა. ადვოკატის განმარტებით, ძალადობას ადგილი ჰქონდა დაკავების მომენტში, ასევე შემდეგ პოლიციის განყოფილებაში იყო არაერთი ფაქტი, რომ მიეღოთ სასურველი ჩვენება.

„ჩვენი პოზიციაა, რომ ის დარჩეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე, საქმეში არ არის მტკიცებულებები წარმოდგენილი და ბრალდების მხარე ვერ ადასტურებს მისი ბრალეულობის საკითხს. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მიღებული იყო ცემის შედეგად, ის არის ნაწამები, აქვს მრავლობითი დაზიანება სხეულის მიდამოში. ამის შემდეგ მიღებული გარკვეული ჩვენების საფუძველზე მოხდა მისთვის ბრალდების წარდგენა.

როგორც განმიმარტა, იყო მეზობლის სახლში, არანაირი ხელყუმბარა არ ჰქონია და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ინფორმაცია არ ჰქონდა ამ ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვინ მოკლა და ვინ ესროლა მისთვის საერთოდ უცნობია, ბუნებრივია ის ვერ დაფარავდა დანაშაულს. ის არსად არ მიმალულა, როდესაც პოლიციელები შემოვიდნენ და ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა მასთან მიმართებით ადგილი, ამ დროს იყო შეხლა-შემოხლა. მეცხრე სართულიდან ვერსად გაიქცეოდა და ამის საფუძველი არ ჰქონდა. ძალადობას ჰქონდა ადგილი დაკავების მომენტში და შემდეგ პოლიციის განყოფილებაში იყო არაერთი ფაქტი, რომ მიეღოთ სასურველი ჩვენება“, - აღნიშნა მურმან ღურწკაიამ.

ცნობისთვის, 8 ოქტომბერს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, სამი პირი - 1988 წელს დაბადებული ბექა ლატარია, 1983 წელს დაბადებული ბიძინა ხასია და 1977 წელს დაბადებული ლევან რაჯავი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბექა ლატარიამ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 1994 წელს დაბადებულ, ანასტასია შატალოვას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა, მიღებული დაზიანებების შედეგად შატალოვა ადგილზე გარდაიცვალა.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ლატარიამ შემთხვევის ადგილი ბიძინა ხასიას მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დატოვა, რა დროსაც მის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ მოუყვა. ბრალდებულების ბინის ჩხრეკისას აღმოჩნდა, რომ ბინაში იმალებოდა ბიძინა ხასია, რომელმაც საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების დროს ხელყუმბარა საბრძოლო მოქმედებაში მოიყვანა, ხოლო შემდეგ აივნიდან კორპუსის ქვემოთ, პერიმეტრზე მყოფი სამართალდამცველების მიმართულებით ისროლა, თავად კი მიმალვის მიზნით სხვა საცხოვრებელი სახლის აივანზე გადახტა. პოლიციამ ხასია მიმალვის მცდელობის დროს, მეზობელი საცხოვრებელი ბინის აივანზე დააკავა და მისი პირადი ჩხრეკის შედეგად კიდევ ერთი ხელყუმბარა ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-353 პრიმა, 353-ე, 236-ე, 260-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს