მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ფაქტზე დაკავებული კიდევ ერთი პირი ტრაილერის მძღოლია

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ფაქტზე დაკავებული კიდევ ერთი პირი ტრაილერის მძღოლი გიორგი ნარიმანიძეა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მისმა ადვოკატმა განაცხადა.

გარდა ამისა, როგორც სააგენტოსთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი, გიორგი ნარიმანიძე, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიასთან მუშაობდა. ამასთან, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლის დაკავება შიდა ქართლში, კერძოდ, კასპის რაიონში მოხდა.

„ახლა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩემი აცილების საკითხი უნდა დააყენონ. ბრალდებულებზე ზეწოლას ახდენენ და გვიზღუდავენ საქმიანობას. არ გვეძლევა საშუალება სრულად განვახორციელოთ ბრალდებულების დაცვა. ტრაილერის რიგითი მძღოლია. სხვა ბრალდებულებთან არანაირ კავშირშია. ბრალის წარდგენა ჯერ არ მომხდარა“, - აღნიშნა გიორგი ნარიმანიძის ადვოკატმა.

ცნობისთვის, გიორგი ნარიმანიძეს ბრალად დანაშაულის დაფარვა ედება. სამართალდამცველებმა საქმეზე ამავე ბრალდებით უკვე სამი პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო