ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარია მოსამართლემ სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევა

ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარია მოსამართლემ სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ბრალდებულმა პროკურორ მიხეილ ჩხეიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბექა ლატარიას გაღიზიანება პროკურორის შუამდგომლობას მოჰყვა, როცა ის ერთ-ერთი ბრალდებულის მხრიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობაზე საუბრობდა.

„ლომკაში" დამაკავეს, რა ჰეროინი“, - განაცხადა ლატარიამ, რის შემდეგაც მან პროკურორის მისამართით უცენზურო სიტყვები გამოიყენა და გინება დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო