სავაჭრო პალატის ორგანიზებით პროფესიული განათლების მიმართულებით ჩართულ ბიზნეს სექტორთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სავაჭრო პალატის ორგანიზებით, გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიმართულებით ჩართულ ბიზნეს სექტორთან ,,მიდეას ტრენინგ აკადემიაში“ შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით სავაჭრო პალატის გენერალურმა დირექტორის მოადგილემ მაგდა ბოლოთაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა გახსნეს.„კერძო სექტორის როლი უმნიშვნელოვანესია პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარების საქმეში. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება საუკეთესო საშუალებაა როგორც პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების, ასევე შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და პროფესიულ სტუდენტთა კარიერული პერსპექტივისათვის“, -განაცხადა მაგდა ბოლოთაშვილმა.

საქართველოს სავაჭრო პალატის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, პროფესიული პროგრამების მიმართულებით ჩართულმა კერძო ორგანიზაციებმა სხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს პროგრამების განხორციელების შედეგები, წარმატებული ქეისები და არსებული გამოწვევები გააცნეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სავაჭრო პალატა აქტიურად არის ჩართული პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სერვისის მიწოდებაში და ეხმარება ბიზნეს გახდნენ პროგრამის პროვაიდერები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა