ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის დღის წესრიგი რეალობასთან აცდენილია - რევოლუციური სცენარი არ გამოუვათ და მეორე რევოლუციურ სცენარს ადგებიან

ოპოზიციის დღის წესრიგი რეალობასთან აცდენილია - რევოლუციური სცენარი არ გამოუვათ და მეორე რევოლუციურ სცენარს ადგებიან, - აღნიშნული შეფასება "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

"არჩევნების მეორე ტურამდე ლამის ერთი კვირაა დარჩენილი და ახლა გაახსენდათ, რომ თურმე ადგილობრივი არჩევნებია, დედაქალაქის საკითხებზე უნდა იმსჯელოს და გუნდი წარმოადგინონ. ერთ-ერთმა დეპუტატმა თქვა, “ბასტი-ბუბუში” არიან გახვეულებიო. აქედან გამომდინარე, “ნაციონალურ მოძრაობას” პასუხისმგებლიან გუნდად არ აღვიქვამ, რომელმაც შეიძლება რამე მართოს, მათ შორის დედაქალაქი", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ ჩრდილოვანი მთავრობა, კოალიციური მთავრობა საპარლამენტო არჩევნების შედეგებით შეიძლება შედგეს და "ოპოზიციური პარტიები ტყუილ-მართლის აზელვით არიან დაკავებულები".

"ხალხი კიდევ ერთხელ შეჰყავთ გაურკვევლობასა და დაბნეულობაში, რომ 30 ოქტომბრის არჩევნებისთვის რაღაც ახალი მთავრობა ყალიბდება. ეს არის ჩვეულებრივი “ფეიკი” - შეფუთეს, რომ 30 ოქტომბრის შემდეგ ახალი მთავრობა იქნება, რაც ტყუილია. ოპოზიციას ერთადერთი მცდელობა აქვს, რომ რამენაირად არ წააგოს მეორე ტური, მაგრამ ეს რეალობა აუცილებლად დადგება", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს