ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენი დასავლელი პარტნიორების დაჟინებითი მოთხოვნა იყო, რომ ახალი ხელისუფლება სასამართლო სისტემაში არ ჩარეულიყო და სასამართლოში პერსონალიების წმენდა არ დაეწყო

ცოტა ადრე გავიხედოთ, რას გვეუბნებოდნენ - ჩვენი დასავლელი პარტნიორების დაჟინებითი მოთხოვნა იყო, რომ ახალი ხელისუფლება სასამართლო სისტემაში არ ჩარეულიყო და სასამართლოში პერსონალიების წმენდა არ დაეწყო - ეს ასევე იყო იმ ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაჟინებითი მოთხოვნა, დღეს თვალებს რომ აღვარღვარებენ, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ქადაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ დღევანდელი სასამართლო თვისობრივად სხვაა და მისი "სააკაშვილის დანაშაულებრივი სისტემის ნოტარიალურ სასამართლოსთან შედარება არ შეიძლება".

"როდესაც ლაპარაკია იმის შესახებ, რომ საქართველოში სასამართლო თავისუფალი არ არის, მაშინ გვითხრან, რა პარამეტრებით გაიზომა, რომ სასამართლო თავისუფალი არ არის? რა კანონია საქართველოში მიღებული ისეთი, რომელიც ევროპულ სტანდარტს არ შეესაბამება? რომელი კონკრეტული სისხლის საქმეები განიხილა საქართველოს სასამართლომ, მათ შორის ხმაურიანი საქმეები, რომელზეც დაიდო სამართლებრივი დასკვნა, რომ სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა პროცესუალური დარღვევებით ან ბრალდებულს არ ჰქონდა შესაძლეობა სამართლიანი სასამართლოსთვის დამახასიათებელი ნებისმიერი კონკრეტული ინსტრუმენტი და სამართლებრივი მექანიზმი გამოეყენებინა? გვითხრან კონკრეტული კანონი, კონკრეტული დარღვევა, კონკრეტული გადაცდომა. გვითხრან, სტრასბურგის სასამართლომ ამ პერიოდში განხილული საქმეებიდან რომელზე გამოიტანა უარყოფითი განაჩენი? გვითხარან ისიც, რომ რომელი საკანონმდებლო აქტია, რომელიც საქართველოს სასამართლოების მდგომარეობას აკნინებს. გვითხრან რომელი კანონია ჩვენთან, რომელიც კარგ ევროპულ სტანდარტს არ შეესაბამება და არა ის, რომ კუბილიუსი სააკაშვილის დიდი ხნის მეგობარია და მისი განცხადებები ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებაა! ხდება პოლიტიკური შეტევა გარკვეული პოლიტიკური წრეების მხრიდან. როცა სამართლებრივ კონკრეტიკაზე მივდივართ, ვერც ერთი მუხლი ვერ მოჰყავთ, თუ რა უნდა შევცვალოთ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო