ბულგარელი მოგზაური ჟურნალისტი - ქვეყნის პოპულარიზაცია საქართველოსგან უნდა ვისწავლოთ

პოპულარულმა ბულგარულმა ტელეკომპანიამ „Bulgaria ON AIR“ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი 11 წუთიანი რეპორტაჟი მოამზადა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, გადაცემაში საქართველოს შესახებ ისაუბრა მოგზაურმა, ჟურნალისტმა ვლადინა ცეკოვამ.

მისი თქმით, ბულგარეთმა საქართველოსგან ბევრი რამ უნდა ისწავლოს.

„ქართველები ძალიან კარგ რეკლამას უკეთებენ თავიანთ ქვეყანას და ჩვენ მათგან უნდა ავიღოთ მაგალითი. საქართველო ჩვენზე პატარა ქვეყანაა, სადაც შერწყმულია ისტორია, წესები და ტრადიციები, გაოცებული დავრჩი, რადგან საქართველო საკმაოდ თანამედროვე სახელმწიფოა“, - აცხადებს ვლადინა ცეკოვა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ბულგარეთში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, ბულგარელმა ჟურნალისტებმა საქართველოში 1 თვის წინ იმოგზაურეს.

„პრეს-ტური საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და ბულგარეთში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით გაიმართა. ბულგარეთის მაღალრეიტინგულმა ტელეკომპანიებმა და გამოცემებმა საქართველოს შესახებ სიუჟეტები და სტატიები მოამზადეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა