ზაზა ვაშაყმაძე და მისი მოადგილე აზერბაიჯანის ელჩს და საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს, საელჩოს პირველ მდივან ანარ რასულოვსა და მესამე მდივან რამელ ლატიფოვს შეხვდნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე) და კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი, მამა პეტრე ხუმარაშვილი.

„შეხვედრაზე რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა მისი ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და ხაზი გაუსვა, რომ მრავალრიცხოვანი შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ ლიდერთან, კოლეგა ორგანიზაციის, პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებთან, უშუალოდ, ადგილზე ვითარების გაცნობა საინტერესო გამოცდილება იყო.

აზერბაიჯანის ელჩის განცხადებით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ორი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს